Google აუცრელ თანამშრომლებს სამსახურიდან გაუშვებს

„გუგლმა“ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ისინი, რომლებიც კომპანიის ვაქცინაციის პოლიტიკას არ დაექვემდებარებიან, სამსახურს დაკარგავენ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს მისცეს ვადა, ატვირთონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან – განმარტონ უარი აცრაზე სამედიცინო ან რელიგიური მოტივით. ისინი, ვინც 18 იანვრამდე ვაქცინაციის წესებს არ დააკმაყოფილებენ, 30 დღით „ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში“ წავლენ, ამის შემდეგ კი კომპანია მათ 6-თვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვებს. საბოლოოდ, აუცრელობის შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვენ.
„გუგლის“ წარმომადგენელმა განცხადებაში აღნიშნა, ვაქცინაციის მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომ სამუშაო გარემო იყოს უსაფრთხო და მათმა სერვისებმა შეუფერხებლად იმუშაოს.

წყარო:https://www.cnbc.com/2021/12/14/google-employees-to-lose-pay-if-dont-comply-with-vaccination-policy.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები