დანია კოსოვოში გადატვირთულობის შესამცირებლად ციხის 300 საკანს იქირავებს

დანია კოსოვოში ციხის 300 საკნის ქირაობას გეგმავს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც, სასჯელის დასრულების შემდეგ, დეპორტაციას დაექვემდებარებიან.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

დანიის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროექტი, რომელიც მიმართულია ციხეების გადატვირთულობის შემცირებაზე, გაზრდის დანიის ციხის დაწესებულებას 326 საწოლით 2022-დან 2025 წლამდე.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დანიაში პატიმართა რაოდენობა 2015 წლიდან 19%-ით გაიზარდა და 2021 წლის დასაწყისში 4000-ზე მეტ პატიმარს მიაღწია, რაც ციხის ტევადობას 100%-ით აჭარბებს.

“2025 წლამდე ციხეებში 1000-მდე ადგილი დაგვაკლდება. შეთანხმების ფარგლებში, კოსოვოში 300 ადგილის დაქირავებაა გადაწყვეტილი, ასევე, გადაწყვეტილებაა მიღებული დანიაში ციხის ტევადობის რამდენიმე ასეული ადგილით გაფართოებაზე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ნიკ ჰეკერუპმა.

2020 წლის მონაცემებით, კოსოვოში 1642 პატიმარი იყო, რაც ტევადობის 97%-ია.

ამავე გზას დაადგნენ ნორვეგია და ბელგია და ნიდერლანდებში ციხის საკნები იქირავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები