აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კომუნისტური პარტია“ არჩევნებში რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კომუნისტური პარტიის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრების უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას უჭერს. მათი თქმით, ხაჯიმბა გამოცდილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა. პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს „კომუნისტური პარტიის“ მონაწილეობის საკითხები, დე ფაქტო რესპუბლიკის სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში. აღმასრულებლი კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ საზოგადოების აზრს და ყველას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩატარდეს.
„კომუნისტური პარტიის“ მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან აღმასრულებელმა კომიტეტმა რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას დაუჭირა მხარი”, -აცხადებს „კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარე ლევ შამბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები