თურქეთმა სომხეთთან მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი დაასახელა

აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი, სერდარ ქილიჩი დაინიშნება რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

63 წლის სერდარ ქილიჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1984 წლიდან მუშაობს. 2008 წლიდან 2010 წლამდე, ის იყო ქვეყნის ელჩი ლიბანში; 2012 წლიდან  2014 წლამდე – იაპონიაში, შემდეგ კი, 7 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები