კოვიდის 78610 შემთხვევა 1 დღეში – ბრიტანეთში ინფექციის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია
დიდ ბრიტანეთში კოვიდის შემთხვევების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – ქვეყანაში ერთ დღეში კოვიდით 78610 ადამიანი დაინფიცირდა. ბრიტანეთში ახალი შტამი – „ომიკრონი“ ფართოდ ვრცელდება.
პრემიერმინისტრ ბორის ჯონსინის თქმით, რეგიონების ნაწილში „ომიკრონის“ შემთხვევები ორ დღეზე ნაკლებ დროში გაორმაგდა. ის მოუწოდებს მოსახლეობას „ბუსტერდოზის“ გაკეთებისკენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში 12 წლის ზემოთ მოსახლეობის 81%-მა ჩაიტარა. ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ შტამის გავრცელება ახლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. სპეციალისტების თქმით, „ომიკრონის“ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი, თუმცა, ყველაზე საშიში ისაა, რომ ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, არ არის სრული სურათი „ომიკრონის“ გამო სრულად ვაქცინირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ.