“ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან განხილული ვართ, როგორც ქვეყანა, რომელსაც განაცხადი არა მხოლოდ დეკლარირებული აქვს, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით აქვს გამყარებული”

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულად ვართ განხილული, როგორც ქვეყანა, რომელსაც განაცხადი არა მხოლოდ დეკლარირებული აქვს, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით აქვს გამყარებული, მათ შორის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასეთ დონეზე ასახვით, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს ჩვენი ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის და ვფიქრობ, რომ დიპლომატიაში ასეთი დოკუმენტების მიღებას, რადგან სწორედ ეს არის, რაც შემდგომ გაახლოებს და ასევე ქვეყანას უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები