აშშ ავღანეთს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კიდევ 1 მილიონ დოზას გადასცემს

შეერთებული შტატები ავღანეთისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით 1 მილიონი დოზა და, ჰუმანიტარული დახმარების სახით, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყო.

ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ვესტმა განაცხადა.

„შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის მოსახლეობას შესთავაზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი მილიონი დამატებითი დოზა COVAX პროგრამის საშუალებით, რაც ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობას 4,3 მილიონამდე აჭარბებს“, – დაწერა ვესტმა.

მისი თქმით, ავღანეთისთვის წელ მიწოდებულ ფინანსურ დახმარებას კიდევ 474 მილიონი დოლარი დაამატა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ავღანელ ხალხს”, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები