ლარი გამყარებას განაგრძობს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0957 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4873 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5052 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 16 დეკემბერს შევა.