თამარ ტალიაშვილი: აღმზრდელებთან მიმართებით ასეთი მასშტაბური ხელფასის ზრდა ნამდვილად პირველად ხორციელდება

“მხარს დავუჭერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, რადგან, პირველ ყოვლისა, პროცესი, რომელიც წარიმართა ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტს შორის იყო ძალიან ინკლუზიური და შეიძლება ითქვას რომ უპრეცედენტო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტები და პრიორიტებები სწორადაა დაგეგმილი.

“მე მხარს დავუჭერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, რადგან, პირველ ყოვლისა, პროცესი, რომელიც წარიმართა ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტს შორის იყო ძალიან ინკლუზიური და შეიძლება ითქვას რომ უპრეცედენტო იმ თვალსაზრისით, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული პარლამენტის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და შენიშვნები. ბიუჯეტს მხარს დავუჭერ იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი აქცენტები და პრიორიტეტები იქნება ეს სოციალური, ჯანდაცვის თუ განათლების მიმართულებით არის ძალიან სწორად გაზომილი, შეწონილი და დაგეგმილი. აქვე ხაზს გავუსვამ ძალიან სერიოზულ გადადგმულ ნაბიჯებს მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, ეს პირდაპირ კავშირში არის ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ზრდასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერებისთვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლებში, ბაღებში მნიშვნელოვნად ხელს ვუწყობთ აღმზრდელების ანაზღაურების პროცესს, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, მათთვის ხელფასების ზრდა ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და წარმატებით განხორციელდა, თუმცა, აღმზრდელებთან მიმართებით ასეთი მასშტაბური, 100 ლარით ხელფასის ზრდა ნამდვილად პირველად ხორციელდება. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, როგორც პედაგოგისთვის შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურების მიცემა”, – აცხადებს ტალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები