ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის “ელჩმა თანამდებობა” დატოვა

რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა “ელჩმა” ოკუპირებულ აფხაზეთში, ალექსეი დვინიანინმა თანამდებობა დატოვა და მოსკოვში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკაში რუსეთის დიპლომატიური მისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„15 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში, ა.ა.დვინიანინმა დაასრულა მისია და დაბრუნდა მოსკოვში“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ელჩის მოვალეობას” დროებით დიპლომატიური მისიის ელჩ-მრჩეველი, მაქსიმ ლიტვინოვი შეასრულებს.

ალექსეი დვინიანინი ე.წ.ელჩად 2018 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

დვინიანინის წინამორბედი სემიონ გრიგორიევი იყო, რომელიც ელჩის თანამდებობას იკავებდა 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები