სალომე სამადაშვილი: პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე – ვფიქრობ, სწორი იქნება ჩემი მხრიდან მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიებაში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღო.

სამადაშვილი თვლის, რომ ღონისძიებაზე დასწრება მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ, საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე და ვფიქრობ, დღეს როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საჭიროა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლარიზების რეჟიმიდან და ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიებაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები