სოხუმში ახალ წელს კონცერტის გარეშე აღნიშნავენ – ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ კოვიდის 106 შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სოხუმში ახალი წლის ღამეს ფეიერვერკი იქნება, თუმცა, მასობრივი ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ ტელეგრამარხი “ამრა” იუწყება.
სოხუმში თავისუფლების მოედანზე მთავარი ნაძვის ხე მოირთვება, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა მხოლოდ კონცერტის სატელევიზიო ვერსიას ნახავს.
გუშინ რეგიონში ჩატარებული, 510 ტესტიდან დადებითი 106 აღმოჩნდა. გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 96 პაციენტი გადის, მათგან 41 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტს მკურნალობენ, 18-ის მდგომარეობა მძიმეა. გაგრასა და ტყვარჩელში  16-16 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
სოხუმში გუშინ ერთი კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.
ე.წ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის 36460 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 545 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები