საფრანგეთში დღეიდან, „მწვანე პასპორტების“ შესანარჩუნებლად, ყველა ზრდასრულ ადამიანს „ბუსტერდოზა“ მოეთხოვება
კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, 10 დეკემბრიდან საფრანგეთში ღამის კლუბები დაკეტილია, შეზღუდვა 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
უკვე დღეიდან, „მწვანე პასპორტების“ შესანარჩუნებლად, ყველა ზრდასრული ადამიანი ვალდებულია, „ბუსტერდოზა“ მიიღონ.
საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ორშაბათს საავადმყოფოებში 12096 კოვიდპაციენტი იყო მოთავსებული, მათგან 2191 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
საფრანგეთის მოსახლეობის 76.8% სრულად ვაქცინირებულია.