გერმანიის ახალი მთავრობა ლუკაშენკოს ბელორუსის ლეგიტიმურ მმართველად არ მიიჩნევს
გერმანიის მთავრობა ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსის ლეგიტიმურ ლიდერად არ მიიჩნევს.
ამის შესახებ გერმანიის ახალი მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა,.
“არ განვიხილავთ ლუკაშენკოს, როგორც ბელორუსის ლეგიტიმურ მმართველს”, – თქვა ჰებეშტრაიტმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე.
ადრე, ქვეყნის ამჟამინდელმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ლუკაშენკოს “დიქტატორი” უწოდა. მაშინ როდესაც ანგელა მერკელი გამოთქმებში ასეთი მკაცრი არ ყოფილა. ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებში მას „ბატონ პრეზიდენტად“ მოიხსენიებდა, რასაც თავად ბელორუსის ლიდერიც ადასტურებდა.
გარდა ამისა, 12 დეკემბერს შოლცმა პოლონეთის ხელისუფლებასთან განიხილა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დავიცვათ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრები“, – განაცხადა ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.