თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეცწარმომადგენლებს დანიშნავენ

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზების ფარგლებში, სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ.

ამის შესახებ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა

ასევე, მისი თქმით, სტამბოლსა და ერევანს შორის ჩარტერული ავიარეისები დაინიშნება.

“სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენ დავნიშნავთ წარმომადგენლებს ორმხრივ საფუძველზე. დავიწყებთ, ჩარტერულ ფრენებს სტამბოლსა და ერევანს შორის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.ანკარას ინიციატივით,  ორ ქვეყანას შორის, საზღვარი 1993 წლიდან არის ჩაკეტილი.

ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობები გამოწვეულია რიგი გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებულია, ანკარას მიერ ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანის პოზიციის გაზიარებით, ასევე თურქეთის მწვავე რეაქციასთან 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები