ესპანეთში უამინდობის შედეგებს ებრძვიან, არიან დაღუპულები

ესპანეთის ჩრდილოეთის რაიონებიდან, რომლებიც თოვლისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ,  50-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ამის შესახებ АР წერს.

ესპანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ნავარასა და არაგონის რეგიონებში, 10 დეკემბერს დაწყებული გადაუღებელი წვიმების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული

ნოვილასიდან 55 მოსახლის ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზოგიერთ რაიონში მდინარის წყლის დონემ 8,5 მეტრამდე აიწია, რამაც ექვსი წლის წინანანდელი რეკორდი მოხსნა.

ქალაქ სარაგოსაში, რომლის მოსახლეობა 680 ათასს ადამიანს შეადგენს, ხელისუფლება წყალდიდობისთვის მოემზადა.

ქვეყნის პრემიერმა, პედრო სანჩესმა წყალდიდობა პირენეის ნახევარკუნძულზე კლიმატის ცვლილების მზარდ ზემოქმედებას დაუკავშირა.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გამოსცემს “სტიქიის ზონის” დეკლარაციას, რომლის შედეგად გამოიყოფა სპეციალური გადაუდებელი თანხები დაზარალებული ტერიტორიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები