ბრიტანეთში ვაქცინაციის ცენტრებთან რიგებია – რა ხდება ქვეყანაში მას შემდეგ, რაც „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა (ფოტოები)

ბრიტანეთში, ვაქცინაციის პუნქტებთან რიგებია – BBC-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ, მოქალაქეებმა ასაცრელ ცენტრებს მიაკითხეს. მომდევნო კვირაში ინგლისში „ბუსტერდოზა“ 5.3 მილიონ ადამიანს უნდა გაუკეთონ. 

მთავრობა მოსახლეობას, ვისაც ამის საშუალება აქვს, სახლიდან მუშაობას სთხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა უკვე შემცირდა, თითქმის 5-დან 1 ადამიანს, რომელიც გასულ კვირას მეტროთი მგზავრობდა, დღეს დილით მეტროთი არ უმგზავრია.

დიდ ბრიტანეთში „ომიკრონის“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ქვეყნის პრემიერმინისტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. ბორის ჯონსონის თქმით, „ბუსტერდოზების“ კამპანია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები