“პანდემია 2022 წელს დასრულდება და მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება” – აშშ-ის უმსხვილესი ბანკი – JP Morgan
პანდემიისგან გამოწვეული, თითქმის 2-წლიანი ქაოსის შემდეგ, უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკი „ჯეი პი მორგან ჩეისი“ ვარაუდობს, რომ 2022 წელს მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება და ეკონომიკა ჯანდაცვის კრიზისის შედეგად მიღებული ჭრილობების მოშუშებას შეძლებს, – ამის შესახებ CNN წერს.
„ჩვენი ხედვაა, რომ 2022 გლობალური აღდგენის წელი იქნება, დასრულდება პანდემია და დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც „კოვიდ-19“-ის დაწყებამდე გვქონდა. ეს განპირობებული იქნება ფართო პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევით, 2022 წელს ახალი სამკურნალო საშუალებები ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი“, – წერია „ჯეი პი მორგანის” გლობალური მარკეტების სტრატეგის, მარკო კოლანოვიჩის წერილში, რომელიც მან კლიენტებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.