იტალიაში კორპუსის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
“ბიბისის” ინფორმაციით, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 7 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, 2 პირი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, მაშველები მათ ძებნას აგრძელებენ.
დაღუპულთა შორის 30 წლის ორსული ქალია, რომელიც ორსულობის ბოლო თვეში იყო. ის მეუღლისა და მეუღლის მშობლების ცხედრებთან ერთად იპოვეს.
აფეთქების შედეგად, ახლომდებარე კორპუსებიც დაზიანდა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ნგრევა გაზის აფეთქებას მოჰყვა.