პირველად ისტორიაში – ისრაელის პირველი პირი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, რაც ისრაელის ლიდერის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.

ბენეტს აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის საპრეზიდენტო ტერმინალში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ აბდულა ბინ ზაინ ალ-ნაჰიანი დახვდა.

„რა მშვენიერი დახვედრაა! მოხარული ვარ, ვიყო აქ ვარ ისრაელის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ამის შემდეგ, ნაფტალი ბენეტი თავის პირად სასახლეში აბუ დაბის პრინცს, ფაქტობრივად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს.

”ჩემი აზრით, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მომსწრეა რეგიონი და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად,” – თქვა ბენეტმა და დასძინა, რომ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნაფტალი ბენეტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერმინისტრი გახდა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია.

2021 წლის ივნისის დასაწყისში, ქვეყანაში პირველი, მაღალი რანგის ვიზიტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განახორციელა და აბუ-დაბიში საელჩო, ხოლო დუბაიში საკონსულო გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები