მზეზე შავი ლაქები გაქრა
სულ რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი ასტროფიზიკოსები მზის ზედაპირზე შავი ლაქების აქტურობის ზონის გაზრდას აკვირდებოდნენ. იმ მომენტში მათ მზის 11-წლიანი აქტიურობის ფაზა დააფიქსირეს, როდესაც შავი ლაქების ზომის ზრდა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ მზის შემსწავლელმა ობსერვატორიებმა დააფიქსირეს სენსაციური მოვლენა, ვარსკვლავის ზედაპირიდან გამქრალი იყო ყველა შავი ლაქა. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მომხდარი ანომალია.