ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ომის დასრულების გამოცხადებისთვის ემზადებიან

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჟე ინმა განაცხადა, რომ მზად არის, ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, 1950-1953 წლების კორეის ომის დასრულების შესახებ განაცხადოს.

ამის შესახებ BBC წერს.

“ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები დაიწყება”, – თქვა მან.

სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დამ – კიმ ე ჟონგმა განაცხადა, რომ ფხენიანი დიალოგში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ შეერთებული შტატები “მტრულ პოლიტიკას” შეწყვეტს.

1950 -1953 წლების, კორეის ომი ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

ტექნიკურად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მას შემდეგ ომში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები