გერმანიის ქალაქ ბენევიტში ანტივაქსერული საპროტესტო აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
გერმანიის ქალაქ ბენევიტში ანტივაქსერული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია და მომიტინგეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ორგანიზება სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდა. მომიტინგეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციასთან ერთად ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ და მათაც რამდენჯერმე თავს დაესხნენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ახალმა ხელისუფლებამ სავალდებულო იმუნიზაციის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე, ძალოვან უწყებებში დასაქმებული პირები სავალდებულო იმუნიზაციას უნდა დაექვემდებარონ.
წყარო : https://www.dw.com/en/coronavirus-digest-german-police-officers-injured-in-covid-protest/a-60096573