გერმანიაში, ანტივაქსერების აქციაზე 14 პოლიციელი დაშავდა
გერმანიის ქალაქ გრეიცში გუშინ გამართულ, ანტივაქსერების საპროტესტო აქციაზე 14 პოლიციელი დაშავდა.
ცნობილია, რომ საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც საპროტესტო მარშით ჩაიარეს ქალაქის ქუჩებში.
მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციამ ძალადობრივი სახე მიღო, საპოლიციო ძალები შეეცადნენ საპროტესტო მარშის შეჩერებას, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს. მოქალაქეები პოლიციის კორდონების გარღვევას შეეცადნენ, სამართალდამცველებმა კი მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
მომხდარის გამო, დაშავებულია 14 პოლიციელი. ამ ეტაპზე, პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე 207 პირის ინდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც პოლიციელების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, გაიცა 108 ორდერი, აღძრულია 44 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 47 ფაქტზე მიმდინარეობს.
წყარო: https://www.dw.com/en/coronavirus-digest-german-police-officers-injured-in-covid-protest/a-60096573