ჯანმო-ს განცხადებით, „ომიკრონის“ შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახლადაღმოჩენილი, „ომიკრონის“ შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტექნიკური ბრიფინგის დროს გააკეთა.
„სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონის“ შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ესაა ქვეყანა, სადაც „დელტა“ შტამის გავრცელება მანამდე მინიმალური იყო. დაკვირვებით ასევე ცხადი გახდა, რომ „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, ყველაზე სწრაფად ვრცელდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის – დიდ ბრიტანეთში, სადაც მანამდე „დელტა“ შტამი დომინირებდა“, – აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.
პირველადი კვლევების დასკვნის მიხედვით, ასევე ცნობილი ხდება, რომ, „დელტა“ შტამთან შედარებით, „ომიკრონზე“ ვაქცინის ორმაგი დოზა ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა, „ბუსტერდოზის“ ადმინისტრირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა გაცილებით მარტივად უმკლავდება მას.