რიაბკოვი: უკრაინასთან დაკავშირებული წითელი ხაზის გადაკვეთის უფლებას არავის მივცემთ

უკრაინა აშშ-ის გეოპოლიტიკური პროექტია, მაგრამ რუსეთისთვის – წითელი ხაზი, “რომლის გადაკვეთის უფლებას არავის მივცემთ”.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება პრეზიდენტის მითითებით უკვე ამზადებს წინადადებებს და იდეებს, რომლებსაც ამერიკელებს წარუდგენს.

“უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, ვაშინგტონის გეოპოლიტიკური პროექტია, მისი გავლენის სფეროს გაფართოების მცდელობა პოზიციების განმტკიცების ინსტრუმენტების გაზრდით, რაც მომავალში, შეერთებული შტატების იმედით, მისცემს მათ დომინირების საშუალებას ამ რეგიონში. ეს, რა თქმა უნდა გულისხმობდეს ჩვენთვის უხერხულობის შექმნას ჩვენი უსაფრთხოების შელახვის გზით. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ: გვაქვს გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლებას არავის მივცემთ; ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული – ვფიქრობ, ყველამ გაიგო რუსეთის პრეზიდენტის მესიჯი, რომ მოსკოვს სჭირდება ყველაზე სანდო სამართლებრივი გარანტიები მისი უსაფრთხოებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო მითითებები რუსეთის პრეზიდენტისგან ამ საკითხის მჭიდროდ გადასაჭრელად. ჩვენ ამას ვაკეთებთ – კერძოდ, ვამზადებთ კონკრეტულ წინადადებებსა და იდეებს, რომლებსაც განსახილველად წარვუდგენთ ამერიკელებს და, შესაძლოა, მათ მოკავშირეებსაც”, – თქვა რიაბკოვმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება გეოპოლიტიკურ წითელ ხაზებს, “აქ ამერიკელებთან კონკურენტები ვართ, ოპონენტები ვარ. მოვითხოვთ, რომ ჩვენივე წითელი ხაზების გადაკვეთა არ მოხდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები