ვაქცინირებულია თუ არა BioNTech-ის გენერალური დირექტორი – უგურ შაჰინი გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება
BioNTech-ის გენერალური დირექტორი უგურ შაჰინი მისი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება და LinkedIn-ში ავრცელებს ფოტოს სადაც ჩანს, რომ ის Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით იცრება.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე არ ვარ ვაქცინირებული. მე და ჩემმა მეუღლემ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზა მივიღეთ. უკვე რამდენიმე თვეა მეგობრები მთხოვენ გავავრცელო ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ აცრას მიკეთებენ, რათა გავაქარწყლო ეს მითქმა-მოთქმა“,- განაცხადა უგურ შაჰინმა.
შაჰინმა ასევე გაიხსენა თავისი სკოლის მეგობრის ისტორია, რომელიც დაინფიცირდა COVID-19-ით მძიმე ფორმებში და ახლა სიკვდილს ებრძვის.
„ის უკვე სამი კვირაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. როგორც მისი მეუღლისგან გავიგე ის და მისი ოჯახის წევრები არ არიან ვაქცინირებულები. მე არ მიკითხავს რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ყველას თავისი მიზეზი და შეხედულება აქვს. მაგრამ, ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როგორც ჩანს, არის ის, რომ მათ ეშინიათ, რაც ხშირად დეზინფორმაციით და უნდობლობით არის გაჯერებული“, – აღნიშნა ბიოტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ზოგჯერ შიშთან ბრძოლა ძალიან ძნელია ფაქტების და ციფრების გამოყენებით.
„ზოგჯერ შიშის დაძლევა სჯობს საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. ამიტომ, მათ ვინც საკუთარ შიშს ებრძვის მინდა პირადი ფოტოთი მივმართო, სადა ჩანს თუ როგორ გავიკეთე აცრა 2021 წელს“,- განმარტა შაჰინმა.