თურქეთში „ომიკრონით“ ინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა 

თურქეთში კოვიდ19-ის ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნისჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოსას განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი შემთხვევა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ, სტამბოლშიც დაფიქსირდა, ხოლო კიდევ 5 ადამიანს ქვეყნის დასავლეთ პროვინცია იზმირში აღმოაჩნდა ახალი ვარიანტი.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთაგან ჰოსპიტალიზაციას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. მათ მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
„რაც უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში ამ მოცეულობით, არის ის, რომ კვლავაც გაგრძელდეს არსებული რეგულაციების დაცვა ისევე როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით“,- აღნიშნა ფაჰრეტინ კოსამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები