ახალზელანდიელმა მამაკაცმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 10-ჯერ ჩაიტარა

ახალი ზელანდიის სამართალდამცავი უწყების განცხადებით, უჩვეულო ფაქტს იკვლევენ – ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 10-ჯერ ჩაიტარა.
პოლიცია უკვე იძიებს მომხდარს. ამ დრომდე სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ პირის ვინაობას, რომელიც 10-ჯერ აიცრა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი მამრობით სქესისაა.
ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ახალზელანდიელმა მამაკაცმა გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო იმისათვის, რომ იმუნიზაციის სხვადასხვა ცენტრში გამოცხადებულიყო და სხვების ნაცვლად ჩაეტარებინა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ახალი ზელანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარით შეძრწუნებულები არიან.
„მომხდარით აღშფოთებულები ვართ. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ რამდენიმე სხვა უწყებასთან ერთად. ძალიან სახიფათოა სხვა ადამიანის ნაცვლად გამოცხადება და მის ნაცვლად ვაქცინაციის ჩატარება. ეს საფრთხეში ჩააგდებს არა მარტო იმ ადამიანს, ვინც რამდენიმეჯერ გაიკეთა ვაქცინა, არამედ იმასაც, ვის სახელზეც მოხდა ვაქცინის ადმინისტრირება“,- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენელმა.
ქვეყნის წამყვანი იმუნოლოგიის, პროფესორ გრეჰემ ლე გროსის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა საგულისხმოა, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვაქცინის შეყვანის გამო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ვაქცინაციის ჩასატარებლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები