გერმანიის მთავრობამ მედპერსონალის სავალდებულო იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის ხელისუფლებამ სამკურნალო დაწესებულებების მედპერსონალის სავალდებულო იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ასევე ეხებათ – სხვადასხვა ტიპის მოხუცებულთა სახლებსა და თავშესაფრებში დასაქმებულ პირებს.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცემათ დანტისტებსაც და ვეტერინარებსაც.
გადაწყვეტილებას უკვე კენჭი უყარეს გერმანიის პარლამენტში, რა დროსაც პარლამენტართა უმრავლესობამ „გერმანიის ინფექციისგან თავდასაცავად არსებული რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას“ დაუჭირა მხარი.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულო ადმინისტრირების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიისთვის პირველია. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე სავალდებულო იმუნიზაციის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტში არაერთი დებატი გაიმართა, რამაც მოსაზრებები – როგორც ქვეყანაში, ასევე პარლამენტში – ორად გაყო.
ქვეყნის ახალი კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კოვიდპანდემიასთან გამკლავება მისი და მისი გუნდის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია, რისი შედეგიცაა მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახლად მიღებული გადაწყვეტილება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები