ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 126 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 126 პირს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 80% სტაციონარში მკურნალობს, მათ შორის 33 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 079-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 539-ს