ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 127 პირს დაუდასტურდა, 2 კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 463 პირი გამოიკვლიეს და მათგან 127-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის “ოპერატიული შტაბი” ავრცელებს. ამავე ცნობით, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 80 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა – 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში – 20, გაგრის კლინიკაში – 20, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 24 პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულმა სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 953 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა  539, გამოჯანმრთელდა 28 950 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები