იაპონია: ტოკიო რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოფიციალური ტოკიო არ იჩქარებს და რუსეთს არ დაუწესებს სანქციებს. ის დაელოდება გამოძიების საბოლოო შედეგებს და მერე მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა.
,,აუცილებელია სიმართლის დადგენა იმ ინციდენტთან დაკავშირებთ, რაც ,,ბოინგ 777″-ს უკრაინაში დაემართა”, – ამის განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.