განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების სფეროს სხვადასხვა საფეხურთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტებზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა . კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება ექნება როგორც უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლება და არიან დარგის სპეციალისტები.

ზემოაღნიშნული ცვლილება კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვებისათვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებასა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას. კომიტეტმა განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით განსაზღვრული აქტივობები შესაძლებლობას იძლევა დაიწყოს ადრეული აღზრდისა და განათლების , ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ამასთანავე, მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი საფეხურის განათლების სისტემის იმგვარი ადმინისტრირება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეულ ბავშვს ხარისხიანი განათლების თანაბრად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება თვისებრივად დაუბრუნდება საგანმანათლებლო სისტემას, რომლის მართვაში წამყვან როლს გაძლიერებული და ინსტიტუციური ცოდნის მქონე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შეასრულებენ”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მისი თქმით, კანონპროექტით დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით,დგინდება გარდამავალ პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე. დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები.

ინიციატორის, კახა კახიშვილი განმარტებით, კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფო სიმბოლოების – დროშისა და გერბის განთავსების ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე. „აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წინადადება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. წინადადებაში მთელ რიგ მოთხოვნებთან ერთად ინიციატორები ითხოვენ გაუქმდეს ჩანაწერი, რომელიც პედაგოგს ავალდებულებს კარიერულ წინსვლას ან აიძულებს სამსახურიდან წასვლას. კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომპეტენციებს სჭირდება დადასტურება „დაახლოებით 50 000-მა პედაგოგმა ( 90%-მა) იშრომა, დრო გამოყო , რომ მოზადებულიყო ამ გამოცდებისთვის. ნესბისმიერ გამოცდას პროფესიონალის მხრიდან სჭირდება მომზადება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მოსწავლესთან შევიდეს პროფესიონალი, სწორედამიტომ არის რეგულირებადი პროფესია. სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას, გააჭიანურაეს პროცესი, რამდენჯერმე გადადო, პედაგოგების მიმართ ლოიალობის კუთხით სახელმწიფომ აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს. კომპეტენციების დადასტურების შემთხვევაში, სისტემაში შემობრუნების შესაძლებლობა ექნებათ მასწავლებლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დღესვე კომიტეტის სხდომაზე პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დაზუსტდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები