ირაკლი ლატარია: “ნაცებმა” გახარიას კანდიდატს დაუჭირეს მხარი? აღარ არის ექსპრემიერი თვალთხარია?
,,მელია ცოტა მერე დავიჭიროთო და გადადგა, ახლა “ნაცები” გიჭერენ მხარს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ,,ნაცმოძრაობის’’ წევრების მხრიდან გიორგი გახარიას პარტიის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხს.
,,ნაცებმა” გახარიას კანდიდატს დაუჭირეს მხარი? აღარ არის ექსპრემიერი თვალთხარია? მე პირადად ძალიან მეპიტნავა ეს ამბავი, მელია ცოტა მერე დავიჭიროთო და გადადგა. ახლა “ნაცები” გიჭერენ მხარს. რა ვიცი, რა ვიცი, რამეს იტყვი და მიწაში გდებენ, არადა, ფაქტებს რა ვუქნათ? რააა?’’, – წერს facebook – ზე ირაკლი ლატარია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გახარიას პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს – შოთა წურწუმიას მისცა.