გიული ალასანია: ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს

“კარგად რომ არ არის, ვხედავ, აშკარად სუსტადაა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„იგივე მდგომარეობაა, ხან ზის, ხან წევს, ასეა სულ. გუშინ, მე რომ წამოვედი, ასეთი განწყობა ჰქონდა, რომ დილას როგორც იქნება, იმის მიხედვით მიიღებდა გადაწყვეტილებას და მერე გავიგე, რომ შეუტყობინებია, ვერ წავალ სასამართლოში სისუსტის გამოო, ვერ მოვახერხეო – მითხრა და უყურა თუ არა, ეგ არ ვიცი.

აშკარად სუსტადაა, მიზეზი რა არის ამ სისუსტის, არ ვიცი. კარგად რომ არ არის, ამას მე ვხედავ და დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს ადამიანს აშკარად იმიტომ, რომ ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები