ლარი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1140 ლარი გახდა, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0149 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0231 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.