გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით კი – “ნაცმოძრაობისთვის” პოლიტიკური ტვირთი გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით კი – “ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიკური ტვირთი გახდა.

მისივე თქმით, ე.წ. შერიგების საკითხის არავის სჯერა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მეთოდები დაუძველდა, მისი ყველა პოლიტიკური ხრიკი საზოგადოებამ კარგად იცის. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია, იგივე ნიკა მელიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. მისი ეს განცხადება თავად სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ დღის წესრიგში სასწრაფოდ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი, რისიც არავის სჯერა. შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში. აპირებს, რომ ნებისმიერი მეთოდით იბრძოლოს ხელისუფლების დაბრუნებისთვის და ამ ფონზე თუ ვინმეს სჯერა მათი გულწრფელი შერიგების, ძალიან ცდება. პრაქტიკულად, დღეს ისეთი სურათი მივიღეთ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები