არსებული ინფორმაციით, აჭარაში ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დღეს, დილით მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს
ფსიქოტროპული წამალი ჰქონდა მიღებული და ცოლ-შვილი დილით ლოგინში მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს