ელისო ბოლქვაძე ათენის საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ათენის საკონცერტო დარბაზის – მეგაროს პრეზიდენტ ნიკოს პიმბლისისა და სამხატვრო ხელმძღვანელ იანის ვაკარელის შეხვდა.
არლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრმლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნორჩ მუსიკოსთა იმერეთის პირველ საერთაშორისო კონკურის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის ოქტომბერში. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიების გამართვის შესაძლებლობაზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.