პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მედიასთან პაატა გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა:

„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე.

მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.

ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს”, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები