1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0991 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0991 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0991 ლარი გახდა, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0909 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4813 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0185 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.