პაატა მანჯგალაძე: აქციები შერიგებას არ გამორიცხავს
“როცა ხელისუფლება ვერ მოგყავს დიალოგზე, როცა ხელისუფლება ოპოზიციის არცერთ საქმიან წინადადებას არ ითვალისწინებს, ოპოზიციას დარჩენია მხოლოდ ის საშუალებები, რაც არის დაკავშირებული ქუჩის პროტესტთან”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შერიგებას აქციები არ გამორიცხავს.
„აქციები არ გამორიცხავს შერიგების საკითხს. როცა ხელისუფლება ვერ მოგყავს დიალოგზე, როცა ხელისუფლება ოპოზიციის არცერთ საქმიან წინადადებას არ ითვალისწინებს, ოპოზიციას დარჩენია მხოლოდ ის საშუალებები, რაც არის დაკავშირებული ქუჩის პროტესტთან. ასევე, მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომელიც არის ქუჩაში და არ არის ჯერჯერობით პარლამენტში, ჩვენი მორალური და პოლიტიკური უპირატესობა გავხადოთ აშკარა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა „ქართული ოცნების“ მხილებისთვის“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.