24 ივლისი

11:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დამატებითი ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ ე.წ “მაყურებლების” არსებობასთან დაკავშირებით. მის: ჯანსუღ კახიძის ქ. #15
11:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი N304
12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჟურნალისტებისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უზნაძის 52
12:00
ზუგდიდში გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუში თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეალიზებული უხარისხო საავტომობილო ზეთებისა და სათადარიგო ნაწილების მასშტაბები. მის: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია – 577440705
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ბუტას საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
14:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი N308
15:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი N305
18:00
ოზურგეთში („დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში), ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები