გერმანიას ხვალ ახალი მთავრობა ეყოლება – კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოეწერა

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ და “მწვანეთა” პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

სამი პარტიის ლიდერები ბერლინში შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შუქნიშნების კოალიციის“ შექმნის შესახებ – სახელწოდება სამი პოლიტიკური ძალის პარტიული ფერებიდან მოდის.

მანამდე, სამმა პარტიამ შეთანხმება პარტიულ კონფერენციებზე დაამტკიცა და საკუთარი მინისტრებიც წარადგინა.

დღეს დაგეგმილია პრესკონფერენცია.

ახალმა მთავრობამ ფიცი ხვალ, 8 დეკემბერს უნდა დადოს.

გერმანიას ოფიციალურად ახალი მთავრობა უკვე ხვალიდან ეყოლება. ქვეყნის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები