„მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს 65 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ისტორიული მაქსიმუმია” – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

“მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს 65 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ისტორიული მაქსიმუმია. გარდა ამისა, მშპ 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ასევე ისტორიულ მაქსიმუმზე 5500$-ზე იქნება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

„დღეს ჩვენი საუბრის თემა 2022 წლის ბიუჯეტია, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით დაკორექტირდა. უნდა ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გაზრდილია მნიშვნელოვნად, მილიარდ 300 მილიონი ლარით, რაც არის იმის დამსახურება, რომ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს პირველი 10 თვის მანძილზე და, პროგნოზით, ჩვენ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავამთავრებთ. ეს რას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც პროდუქციის და მომსახურების გამოშვება, ასევე, საწარმოთა ბრუნვა. ამან, ბუნებრივია, ბიუჯეტზე, მისი შემოსავლების ნაწილზე შესაბამისი ასახვა ჰპოვა. ახლა ძალიან მაღალი ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტული ამოცანის გადასაჭრელად იქნება მიმართული.
სანამ ამას განვიხილავთ, ვიტყვი, რომ შარშანდელი პანდემიური პერიოდის დროს მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ 6 %-ზე მეტი ვარდნა გვქონდა, ჩვენ საგარეო ვალის აღება მოგვიწია. ვალმა მიაღწია საკმაოდ მაღალ ნიშულს, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 %-მდე ავიდა. შემცირებულამ საბიუჯეტო შემოსავლებმა, იმის გამო, რომ მოგვიწია „ლოქნდაუნი“, ანუ ეკონომიკის გაჩერება, მოთხოვნა გამოიწვია როგორც საგარეო ვალზე, ასევე, ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 9 %-მდე გაზარდა.
ეს ორი მთავარი გამოწვევა გვქონდა. მესამე კი სამუშო ადგილები იყო, რომელიც ეკონომიკის გაჩერების დროს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანდ შემცირდა, ანუ სამსახური ბევრმა ადამიანმა დაკარგა, ბევრს შემოსავლები შეუმცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მთავრობამ ბიზნესის მხარდასაჭერად რამდენიმე პროგრამა აამოქმედა, რათა თანამშრომლები არ გაეთავისუფლებინათ.
დღეს ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია 4, 2 %-ზე, რაც პოზიტივია და ძალიან მნიშვნელოვანია. ამან საშუალება მოგვცა, ხარჯვითი ნაწილი გაგვეზრდა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებით შემცირება, ის 60 %-დან 51 %-მდე მცირდება. ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებლია, პირველ ყოვლისა, საგარეო მოწყვლადობის თვალსაზრისით. ეს პოზიტიურად აისახება ჩვენს საკრედიტო სუვერენულ რეიტინგზეც აისახება.
მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს 65 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ისტორიული მაქსიმუმია. გარდა ამისა, მშპ 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ასევე ისტორიულ მაქსიმუმზე 5500$-ზე იქნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ბიუეჯტი ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვენ წინაშეა, ესაა სოციალური პროგრამების, ეკონომიკის დაფინანსება, ასევე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები.

„რაც შეეხება ბიუჯეტის მოცულობას, ვქვით, რომ ბიუჯეტი ზრდის შედეგად 21 მილიარდზე მეტია, ფინანასდება ყველა პრიორიტეტული მიმართულება. ბიუჯეტი ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვენ წინაშეა, ესაა სოციალური პროგრამების, ეკონომიკის დაფინანსება, ასევე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა სამინისტროს დაფინანსება ეზრდება, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ პროგრამებთან, პირველ ყოვლისა, ხელფასების ზრდასთან. ხელფასები საჯარო სამსახურში 10 %-ით იზრდება. ასევე, ვიცით, რომ იზრდება პენსია, რაც მთავრობის დაპირება იყო. პენსია იზრდება როგორც 70 წლის ზემოთ, ასევე, მთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც. დაანონსებულია, რომ პენსიის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, ესეც კარგია, რადგან ვხედავთ, რომ ინფლაცია წელსაც მაღალია. სოციალურად დაუცველებისვის, ომის ვეტერანებისთვისაც იზრდება ანაზღურება. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, რაც საკმოდ მნიშვნელოვანდაა ასახული ისეთი პროგრამის დაფინანსებაზე, როგორიცაა „აწაროე საქართველოსთვის“. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ პროგრამის მიზანი ამართლებს,რადგანც ის ადგილობრივი წარმოების მხარდასჭერად, უფრო მეტი თვითკმარი ეკონომიკისთვისაა მიმართული. ესეც დღევანდელი გლობალური შოკის ერთ-ერთი გამოსავალი უნდა იყოს, რათა თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლით შევძლოთ არა მხოლოდ იმპორტის ნაწილის ჩანაცვლება, არამედ – ფასებზე ზემოქმედებაც. ინფლაციის ერთ-ერთი გენერატორი, სამწუხაროდ, გარე ფაქტორებია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტი ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კაპიტალური ხარჯების თანაფარდობა მშპ- სთან ძალიან მაღალ ნიშულზეა შენარჩუნებული და დაახლოებით 9 %-ია.

„კაპიტალური ხარჯები, რომელიც ძირითადად მიემართება ინფრასტურქტურული პროექტების მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ვიცით, რომ მთავრობამ დააანონსა ახალი სოციალური პოლიტიკა, რომელიც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანას გულისხმობს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

რაც შეეხება მომავალი წლების პერსპექტივას: შედარებით კარგი პერსპექტივა გვაქვს, თუნდაც, რეგიონულ დონეზე. 2022-26 წლებში რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება, 5 %-ზე ცოტა მეტი.

გამოწვევა რაც გვაქვს, მაღალი ინფლაციაა. როცა ინფლაცია მაღალია, ის ჩვენს შემოსავლებს ჭამს. ინფლაცია გაზრდილი ფასებია. მისი გამომწვევი მიზეზებია ორია: შიდა და გარე. დიდი ნაწილი მაინც გარე ფაქტორებზე მოდის. ეს გამოწვეულია გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლების სარეკორდო ზრდასთან, პირველ ყოვლისა, ვგულისხობ ნავთობის და გაზის ფასებს. ვიცით, რომ ევროპაში სერიოზული გაზის კრიზისია. ეს ნეგატიურად ელექტროენერგიის ფასზეც აისახა. ფასების ზრდა ნეგატიურადაა ასახული აგროპროდუქციაზე. ეს ყველაფერი ჩვენს სამომხარებლო ბაზარსა და ინფლაციაზეც აისახა. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება უფრო ტემპით უნდა მოვახდინოთ. ეს გულსხმობს როგორც საექსპორტო, ისე – აგროპორდუქციას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც, მისივე თქით, ისტორიული მაქსიმუმია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში კაპიტალური დანახარჯები არ მცირდება.
„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენ მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2% და მთავრობის ვალი როგორც მოგეხსენებათ 51,1% იქნება 2022 წელს. პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც, ჯამურად, მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები