ელისო ბოლქვაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2022 წლის თებერვალში გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა პანკისში, საპილოტე სახელოვნებო სკოლაში.
„პანკისში, სახელოვნებო განათლებს რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი სკოლის ბაზაზე სახელოვნებო სკოლის შექმნის საკითხზე ვისმჯელეთ, თებერვალში შევისწავლით სიტუაციას ადგილზე. ღასან ხალილი გამოთქვამს დიდ ინტერესს, რომ სახელოვნებო განათლების საპილოტე სკოლაში ახალი ინოვაციური პროგრამები დაინერგოს.
გარდა ამისა, ვიმსჯელეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამების შემუშავებაზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.