ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1210 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0243 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4993 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5302 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები