ვახტანგ ჭარაია: მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც პანდემიის ფონზე ცალსახად მისასალმებელია, ქვეყანაში მაღალია ფასების ზრდის დინამიკა

“სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კია სახელფასო ფონდის და პენსიების ზრდა იმიტომ, რომ მათზე ეკონომიკური ზრდა იმდენად პირდაპირ არ მოქმედებს, როგორც ფასების ზრდა”,- ამის შესახებ “კვირას” ექსპერტმა ვახტან ჭარაიამ პრემიერის განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკის მიმართულებით პროგნოზების გაკეთება რთულია.

“მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც პანდემიის ფონზე ცალსახად მისასალმებელია ქვეყანაში მაღალია ფასების ზრდის დინამიკა. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კია სახელფასო ფონდის და პენსიების ზრდა, ანუ იმ პირების შემოსავლების ზრდა, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებულები იმიტომ, რომ მათზე ეკონომიკური ზრდა იმდენად პირდაპირ არ მოქმედებს, როგორც ფასების ზრდა. ამიტომ ეს რომ დაკომპენსირდეს მნიშვნელოვანია. მინუმუმ იმდენი მაინც უნდა იყოს პენსიის მატება, რომ მათ შეძლონ გაზრდილი ფასების დაბალანსება.

რაც შეეხება იმას, რომ 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა – აქ მთავრობას აუცილებლად განსასაზღვრი აქვს პარამეტრები. მე ახლა ნამდვილად გამიჭირდება იმის დადასტურება თუ რამდენადაა ეს შესაძლებელი, რადგან პანდემიის ფონზე იმდენად სწრაფად ცვალებადია გარემო, რომ შეუძლებელია ამის შეფასება. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ შესაძლოა 6%-იანი ზრდა გვქონდეს. გვექნება თუ ყველაფერი კარგად იქნება, თუ პანდემია და ახალი შტამები ხელს არ შეგვიშლის. წესით, უნდა შევძლოთ. უბრალოდ, პანდემიას ძალიან დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია ქვეყანაზე, მათ შორის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე”,- განაცხადა ჭარაიამ.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები