აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზე იმსჯელა და ჯგუფს უფლებამოსილება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გაუგრძელა.

„სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადა თავიდანვე საკამოდ ხანმოკლე იყო განსაზღვრული. ეს ვადა ახლახან ამოეწურა. არა და სამუშაო ჯგუფის ფუნქცია საკმაოდ მნიშვნელოვანია და მას შეიძლება პერიოდულად გარკვეული სამუშაოების ჩატარება ესაჭიროებდეს, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯგუფს უფლებამოსილება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გავუგრძელოთ”, – განაცხადა საკითხის წარდგენისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები